საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს დღეს, ლოტო 6/36-ის, #540-ე გათამაშების გამარჯვებული, ოჯახის წევრებთან ერთად ეწვია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლატარიის კომპანიიდან აცნობეს, ვლადიმერ კოღუამ იღბლიანი ბილეთი ქალაქ ფოთში შეიძინა და მეორე საპრიზო კატეგორიაში სოლიდური თანხა - 26, 902 ლარი მოიგო.
დღესვე, ბილეთმა გაირა ვალიდაციის პროცედურა, გამარჯვებულმა გახსნა "ლიბერთი ბანკის" ფილიალში პირადი ანგარიში, სადაც მას ჩაერიცხა კუთვნილი მოგება.
"ვლადიმერ კოღუამ სასურველი რიცხვები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აირჩია. მას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რაში დახარჯავს აღნიშნულ თანხას", - აცხადებენ ლატარიის კომპანიაში.
კომპანია განმარტავს, რომ საქართველოს ლატარიის კომპანია ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორია, რომელიც საზოგადოებას ლატარიის სხვადასხვა თამაშობებს სთავაზობს, მათ შორის ეროვნული ლატარიის სახეობას - ლოტო 6/36, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს უპრეცედენტოდ მაღალი ფულადი მოგების შანსს აძლევს.
კომპანიას მოგების სახით, დაარსებიდან დღემდე მხოლოდ ლოტოში გაცემული აქვს 41,623,661 ლარი.