კოტე თოლორდავას მეუღლე ჟურნალისტებს სთხოვს, არაკომპეტენტური განცხადებებისგან თავი შეიკავონ

მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური ჟურნალისტებს სთხოვს, არაკომპეტენტური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. სპეციალურ მიმართვას მელითაური Facebook-ში საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ჩემო მეგობრებო, უცხოებო, ახლობლებო დიდი მადლობა ამხელა თანადგომისთვის. ჟურნალისტებო! ძალიან გთხოვთ, მაცადოთ მეუღლის ჩამოსვენება და დაკრძალვა. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაკომპეტენტური განცხადებებისგან, მესმის ცნობისმოყვარეობა, რომელიც ამოძრავებს ზოგიერთ საიტს, თუმცა არაეთიკურად მიმაჩნია ამ თემით მანიპულირება, მით უმეტეს, რომ არსებობს 15 წლის ბუკა, 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და ბავშვი, რომელიც მიზის მუცელში. გული მწყდება, არ მეგონა, თუ "ფეისბუქზე" შემოსვლა მომიწევდა ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში. იმედია, ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა. მადლობა ყველას", - წერს განო მელითაური.

მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში