ბათუმში მაკულატურის ჩაბარების მსურველთა რიგები დგას

ბათუმში მაკულატურის ჩაბარების მსურველთა რიგები დგას. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დაახლოებით 10 ტონა მაკულატურის ჩაბარება უკვე მოხდა. სანაცვლოდ კი 10 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა.

ბათუმში "მაკულიტერატურის" აქცია 27 აპრილს დაიწყო და 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი კილოგრამი მაკულატურა ერთი ლარის ღირებულების წიგნში გადაცვალონ.

რეგიონებში აქციის მასპინძელი ქუთაისი იყო. ბათუმის შემდეგ მაკულატურას 1-2 მაისს სენაკში, შემდეგ კი ხაშურსა და ყვარელში ჩაიბარებენ.

ამასთან, თბილისში, რვადღიანი აქციის ფარგლებში, 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩააბარეს, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა. პროექტმა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა.

თბილისშიც და რეგიონებშიც აქციის დასრულების შემდეგ მაკულატურის ჩაბარების პუნქტები იმავე ადგილას გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა სტანდარტული პირობებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.makuliteratura.ge

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე