"ყაზტრანსგაზ-თბილისი" – "ვარკეთილ აირს" კომპანიის მიმართ 1 64 ათასი ლარის დავალიანება წარმოექმნა

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, შპს " ვარკეთილ აირს" კომპანიის მიმართ 1 64 ათასი ლარის დავალიანება წარმოექმნა, რომლის გადახდის ბოლო ვადა, მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, ამა წლის 20 აპრილს ამოიწურა.

"შპს " ყაზტრანსგაზ-თბილისის" მოწოდებებსა და ოფიციალურ გაფრთხილებებს, მარტში მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების დროულად დაფარვის თაობაზე, შპს "ვარკეთილ აირის" მხრიდან შესაბამისი რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. ეს მით უფრო გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მარტში კომერციული ტარიფი 97 თეთრს შეადგენდა, სადაც გათვალისწინებულია მათი მოგების წილიც. მათ გაფრთხილება მიეცათ, სადაც დავალიანების დაფარვის საბოლოო ვადად 28 აპრილის 15:00 საათი განისაზღვრა.

ამ ვადის გასვლის შემდეგ, შპს " ყაზტრანსგაზ-თბილისი" იძულებული გახდება, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს და შპს "ვარკეთილ აირს" გაზმომარაგება შეუწყვიტოს. სხვა შემთხვევაში, ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი შპს " ყაზტრანსგაზ-თბილისი" ვერ შეძლებს მომწოდებელთან დროულ ანგარიშსწორებას და საფრთხის წინაშე დგება დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგება. აქვე ვაცხადებთ, იმისათვის რომ არ შეილახოს "ვარკეთილ აირის" აბონენტების ინტერესები და ისინი არ დარჩნენ ბუნებრივი აირის გარეშე, შპს "ყაზტრანსგაზ თბილისი" მზადაა, მომართვის შემთხვევაში, თავად გაუწიოს მომსახურება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს მათ ბუნებრივი გაზი. აქვე დავაზუსტებთ, რომ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მათ ბუნებრივ აირს ამჟამად მის სამოქმედო არეალში არსებული ტარიფით მიაწოდებს", - ნათქვამია შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცალკეულმა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა იურიდიულ პირებს გაზის ტარიფი გაუზარდეს.

ბპნ.გე-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი შპს "ვარკეთილ აირია."კომპანიამ თავის მომხმარებელს - იურიდიულ პირებს, 1 კუბ.მეტრი ბუნებრივი აირი 97 თეთრამდე გაუძვირა. ტარიფის გაზრდის ფაქტს კომპანიაში არ უარყოფენ და ამას ლარის გაუფასურებით ხსნიან. მათი ვარაუდით, დოლარის კურსი თუ არ დასტაბილურდა, მომავალი თვიდან ტარიფი უკვე 1 ლარი გახდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში