რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების პანაშვიდი მიმდინარეობს. რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც მიბრძანდა.
ტაძრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან კერძო სკოლა "რეცას" და მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები. ასევე იმყოფებიან ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ქობულეთში სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის დროს გუშინ სამი ბავშვი დაიღუპა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"