ზურაბ აბაშიძე – რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრის მოსამზადებლად ამჟამად არანაირი პრაქტიკული მუშაობა არ მიმდინარეობს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების პირველი პირების შეხვედრის მოსამზადებლად არანაირი პრაქტიკული მუშაობა ამჟამად არ მიმდინარეობს.

ამის შესახებ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების მაღალ დონეზე შეხვედრისთვის ნიადაგის მომზადება მიმდინარეობს.

"განცხადებები პირველი პირების შესაძლო შეხვედრის თაობაზე რამდენჯერმე გაკეთდა მოსკოვშიც, თბილისშიც, რომ ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრა უნდა შედგეს. ჩვენი პოზიცია ასეთია - თუ ასეთი შეხვედრა გაიმართება, ძალიან კარგად, დეტალურად უნდა იყოს მომზადებული. მთავარია, ამ შეხვედრაზე გადაიდგას ნაბიჯი ჩვენთვის ყველაზე მთავარ თემასთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ასეთია ჩვენი პრინციპული მიდგომა და ეს რუსეთის მხარემ იცის. ანუ, შეხვედრა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა - შეხვედრა შეხვედრისათვის. ამ შეხვედრის მოსამზადებლად არანაირი პრაქტიკული მუშაობა ამჟამად არ მიმდინარეობს. მხოლოდ პრაღის ფორმატი ასეთი შეხვდრისთვის ნიადაგს ვერ მოამზადებს, იქ ჩვენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განვიხილავთ და თუ რუსეთს სურს, მართლა გადადგას რაღაც კონსტრუქციული ნაბიჯი მთავარ თემებთან დაკავშირებით, ეს უპირველეს ყოვლისა, ჟენევაში უნდა დავინახოთ. ასე რომ, ამ ეტაპზე რაღაც პრაქტიკული მოსამზადებელი მუშაობა ასეთი შეხვედრისათვის არ მიმდინარეობს. ზოგადად, მოგეხსენებათ, ასეთი შეხვედრის მომზადება საგარეო უწყებებების პრეროგატივაა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, მაღალ და უმაღლეს დონეზე კონტაქტების პერსპექტივა რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის ნარჩუნდება.

"სწორედ, მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების დავალებით", - განაცხადა კარასინმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა