აშშ-ს სამთავრობო სააგენტო "ოპიკმა" კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" დააჯილდოვა

აშშ-ს სამთავრობო სააგენტო "ოპიკმა", მისი დაფინანსებით განხორციელებული პროექტებიდან, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" დააჯილდოვა. "ოპიკი" მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა პროექტებში

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებიდან" აცნობეს, "ოპიკმა" პარტნიორი კომპანიების გრძელი სიიდან მიმდინარე წელს კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გამოარჩია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საქმეში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

"ოპიკის" დახმარებით "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა" ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განავითარა რეგიონებში ნატურალური რძის შეგროვების ინფრასტრუქტურა, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას მცირე საოჯახო მეურნეობებისგან ყოველდღიურად ჩაიბაროს და აწარმოოს ქართული ნატურალური რძისგან დამზადებული მაღალხარისხიანი პროდუქტი", - აცხადებენ "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებში".

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია 19 მაისს, ვაშინგტონში, აშშ-ს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა. ცერემონიას უძღვებოდა "ოპიკის" პრეზიდენტი ელიზაბეთ ლიტელფილდი, ხოლო ძირითადი მოხსენებით წარსდგა აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში სიუზან რაისი. ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს კონგრესის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ლიდერები.

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან არის წარმოდგენილი. იგი მომხმარებელს რძის პროდუქტებისა და წვენების ფართო არჩევანს სთავაზობს.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" "ჯი-ემ-თი ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა. "ჯი-ემ-თი ჯგუფს" კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და "ოპიკთან" ერთად განხორციელებული აქვს საქართველოში შემდეგი პროექტები: სასტუმრო "თბილისი მარიოტი", "ქორთიარდ მარიოტი", "ა" კლასის საოფისე ფართი "ჯი-ემ-თი პლაზა" და მთაწმინდის ყოფილი რესტორან "ფუნიკულიორის" აღდგენა-რეკონსტრუქცია, რომლის სახითაც თბილისს ძველი სიმბოლო დაუბრუნა. "ოპიკი" ასევე იღებს მონაწილეობას "ჯი-ემ-თი ჯგუფის" ახალი პროექტის - "მარიოტის" ქსელის უახლესი ეკონომ სეგმენტის ბრენდის სასტუმრო "მოქსის" (MOXY) მშენებლობაში.

რძის შემგროვებელი პუნქტების აღწერა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.milk.ge

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა