"ბიბლუსი ქიდსი" საზეიმოდ გაიხსნა. "ბიბლუსი ქიდსი" ბავშვთა შემეცნებით-ინტელექტუალური, გასართობი ცენტრია, რომელიც ვაკეში "ბიბლუსი გალერეაში" , ჭავჭავაძის # 7, პირველ სართულზე განთავსდა.
"ბიბლუსი ქიდსი" მოიცავს გასართობ სივრცეს, სადაც ბატუტი, კარუსელი, ბურთების აუზი და სასრიალოა გაერთიანებული. პირველ სართულზე ასევე დამონტაჟებულია სათამაშო აპარატები. სათამაშო აპარატებზე შესაძლებელია ბოულინგის, ფეხბურთის, რალის, წყლის აქტივობებით თამაში. ცენტრში არიან ძიძა-ანიმატორები, რომლებსაც "პოპინსები" ჰქვიათ. ისინი პატარების გართობასა და შემეცნებაზე იზრუნებენ. "პოპინსები" დაეხმარებიან პატარებს ხატვაში, ძერწვაში, თიხაზე მუშაობაში.
"ბიბლუსი ქიდსში" ბავშვის ერთი საათით დარჩენა 7 ლარი ეღირება. სათამაშო აპარატებით სარგებლობას კი მონეტები სჭირდება, თითო მონეტის ღირებულება 1 ლარია.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ბიბლუსი ქიდსის" მენეჯერმა, ქეთი მახათაძემ აღნიშნა, ცენტრის დევიზია "შეიმეცნე ხალისით". მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბავშვები "ბიბლუსი ქიდსში" გაერთობიან, პატარები სახლში ცოდნით დატვირთულები წავლენ. შაბათ-კვირას გაიმართება კითხვის დღე. მოწვეული კოსტიუმირებული ზღაპრის გმირი პატარებს საკუთარ ისტორიას მოუყვება.
"ბიბლუსი ქიდსის" საზეიმო, გრანდიოზული გახსნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოეწყო. ცენტრს უამრავი პატარა ეწვია. მათ მასპინძლობა "პროფესორმა ხრინკიმ" და "რუდოლფმა" გაუწიეს.
ღონისძიებაზე ბავშვების გართობაზე იზრუნეს: ზღაპრის გმირებმა, მინიონებმა, გუფიმ და მიკიმ, ჯეკ ბეღურამ, ჰელოუ კიტიმ, თაგუნია ჯერონიმომ, ლომმა და კუნფუ პანდამ, ასევე ჯამბაზებმა.
რამდენიმე საათის განმავლობაში ზღაპრულმა პერსონაჟებმა ბავშვებს სხვადასხვა ტიპის გასართობი პროგრამა შესთავაზეს. ილუზიონისტმა დავით რობაქიძემ კი ბავშვებს ფოკუზები წარუდგინა. გარდა ამისა, პატარებმა ფურცლებზე სურვილები დაწერეს და ჯინს მისცეს, თუ როგორი სურთ მათ, რომ მომავალში "ბიბლუსი ქიდსი" დახვდეთ.
"ბიბლუსი ქიდსში" ასევე განთავსებული არის "ჩი გუსტას" კაფე, სადაც "ჩი გუსტას" ნაყინი და დესერტი იყიდება.
დღეს იტალიიდან შეფ-მზარეული მარკო პრესტანო ჩამოვიდა, რომელმაც სტუმრებს იტალიური ნაყინი და დესერტი შესთავაზა.
"ბიბლუსი ქიდსში" იყიდება საბავშვო ლიტერატურა, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები. საბავშვო ლიტერატურის ნაწილზე დღეს 50 პროცენტამდე ფასდაკლება იყო.
ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა, რომელიც პირველმა სტუმრებმა დააგემოვნეს.
"ბიბლუსი ქიდსი" იმუშავებს ყოველდღე, 10.00-დან 23.00 საათამდე.
იხილეთ ბმული: ბავშვთა ახალი შემეცნებით-გასართობი ცენტრი "ბიბლუსი კიდს", სადაც თქვენს პატარებს წიგნებს თამაშ-თამაშით შეაყვარებენ