მარჯანიშვილის თეატრი ივნისში საგასტროლო ტურნეს გამართავს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლით "შეშლილი წერილები" ივნისში საგასტროლო ტურნეს გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 14 ივნისს სპექტაკლი ბრატისლავაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე "Eurokontext.sk" წარსდგება. 17 ივნისს მარჯანიშვილის თეატრს რუმინეთი, კერძოდ კი სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უმასპინძლებს. "შეშლილი წერილები" 20 ივნისს მაკედონიაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში - "MNT" მონაწილეობს.

"ნიკოლაი გოგოლის "შეშლილის წერილები" მარჯანიშვილის თეატრისა და Emilia Romagna Teatro Fondazione-ის კოპროდუქციაა. ქართულ-იტალიურ ორენოვან სპექტაკლში, რომელშიც იტალიელი და ქართველი მსახიობები იღებენ მონაწილეობას, იუმორითა და სიმსუბუქით არის გადმოცემული ადამიანის სულში დატრიალებული განცდებით გამოწვეულ ტრაგედიები. სპექტაკლში მსახიობები ზურა ბერიკაშილი, ნიკა კუჭავა, კოკო როინიშვილი, ანა გრიგოლია, რობერტა დესტეფანო, მასიმო სკოლა, ელეონორა ჯოვანარდი, ლეონარდო ლიდი მონაწილეობენ", - ნათქვამია განცხადებაში.

სპექტაკლის პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში შედგა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს