ირაკლი ალასანია პროკურატურის მიერ სააპელაციო საჩივარზე საიდუმლო გრიფის მოხსნას საზოგადოებრივ ზეწოლას უკავშირებს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ საკუთარ სააპელაციო საჩივარზე საიდუმლო გრიფის მოხსნას საზოგადოებრივ ზეწოლას უკავშირებს.

ალასანიამ მადლობა გადაუხადა, როგორც არასამათავრობო ორგანიზაციებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს, რომ ეს თემა ყურადღების ცენტრში მოექცა.

"სწორედ ამან განაპირობა პროკურატურის უკან დახევა. ეს არის გამარჯვება ამ ეტაპზე - მათ შეეზღუდათ მანიპულირების საშუალება, რომ შეენიღბათ და დაემალათ საკუთარი საჩივარი, აქედან გამომდინარე ის პასუხიც, რომელიც სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო. უკვე ასე ღიად თეთრზე შავიაო, ვეღარ იტყვიან. ამიტომ ეს ნაბიჯი მისასალმებელია და ეს იყო მოპოვებული იმ ბრძოლით და სიფხიზლით, რომელიც საზოგადოებამ გამოიჩინა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის გავლენისგან.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა და მტკიცებულებად არ ცნო  სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარს გრიფი  საიდუმლო ედო,  თუმცა პროკურატურამ დღეს გრიფის მოხსნის შესახებ განაცხადა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში