ლანა ღოღობერიძისა და ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმები მიანმარის კინომემკვიდრეობის ფესტივალზე აჩვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კინოცენტრიდან აცნობეს , Memory Film Festival - კინომემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია აზიაში, რომელიც წელს ქალებს მიეძღვნა. კინოინდუსტრიის სხვა ბევრ ცნობილ წარმომადგენელთან ერთად, ფესტივალის სპეციალური სტუმარი წელს კატრინ დენევი იყო.
Memory Film Festival 28 ივნისს გაიხსნა და 7 ივლისს გრანდიოზულად დაიხურა. სულ ფესტივალზე 50 ფილმი აჩვენეს, მათ შორის ლანა ღოღობერიძის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე და ნუცა ალექსი-მესხიშვილის "კრედიტის ლიმიტი". საზოგადოებამ ასევე იხილა ნუცა ღოღობერიძის ფილმი "ბუბა", ასე რომ მიანმარში, კინომემკვიდრეობის ცნობილ ფესტივალზე საქართველო ერთი ოჯახის რეჟისორთა სამმა თაობამ წარადგინა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"