დღეიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ

დღეიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ.

როგორც კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოხალისეებმა უპრეცედენტო ჩართულობა გამოავლინეს და დიდი დახმარება გაუწიეს ქალაქს.

"სტიქიის შემდეგ გასულია რამდენიმე დღე. ბევრ უბანზე დამდგარია წყალი, ტერიტორიაზე კიდევ რჩება დაღუპულ ცხოველთა ნეშთები, მომატებულია ჰაერის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები, ეპიდემიის ან ინფექციის გავრცელების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ცივი წყლით, პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებით, გუშინ რამდენიმე მოხალისეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, მაღალი ტემპერატურის გამო, რამდენიმემ კი მიიღო მსუბუქი დაზიანება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, რისკების ნულამდე დაყვანის მიზნით, დღეიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები "წითელ ჯვართან', რომელიც მოხალისეებს ჩართავს და გაუწევს მათ კოორდინაციას დაზარალებული ოაჯხების დასახმარებლად", - განაცხადა ღიბრაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს