პრემიერმა საგანგებო შტაბს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ეტაპობრივად ჩანაცვლების გეგმის შემუშავება დაავალა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ეტაპობრივად ჩანაცვლების გეგმის შემუშავება დაავალა.

როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, მოხალისეებმა სულ სხვა მუხტი შექმნეს, თუმცა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს მოვალეობაა.

"მინდა გავიაროთ მოხალისეებთან დაკავშირებული თემა. ჩვენ ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ მათი ჩანაცვლება, რადგან რისკები მატულობს და ახალგაზრდებზე ძალიან ვნერვიულობ – სიცხეებია, სამუშაო კი მძიმეა. 5 დღე ძალიან მაგრად იმუშავეს მოხალისეებმა, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა, თუმცა იქნებ გავაკეთოთ მათი გამოყვანის და უფრო მსუბუქ ობიექტებზე გადაყვანის გეგმა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის აღნიშნული განცხადების კონტექსტში საგანგებო შტაბის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე მოხდა სამუშაოების რისკის ზონებად დაყოფა და მოხალისეები მათი ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველ სამუშაოებზე გადანაწილდებიან.

"პროცესში მოხალისეების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პატივია მათთან ერთად მუშაობა, თუმცა უკვე მოვახდინეთ სამუშაოების რისკის ზონებად დაყოფა, გავაკეთეთ კლასიფიკაცია და მათ გადავანაწილებთ სხვა სამუშაოებზე. კერძოდ, ისინი ჩართული იქნებიან მათი ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველ სამუშაოებში", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საგანგებო შტაბის სხდომაზე ისაუბრა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემაც. მისი თქმით, პროცესში დღეიდან წითელი ჯვარი ჩაერთვება, რომელიც მოხალისეების მობილიზებასა და მათ განაწილებას გაუწევს ორგანიზებას.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ