"ავერსმა" კიბოს სამკურნალო წამალი "რიგვირი" შემოიტანა

საქართველოში კიბოს სამკურნალო წამალი "რიგვირი" (Rigvir) დარეგისტრირდა. მედიკამენტი საქართველოში ფარმაცევტულმა კომპანიამ "ავერსმა" შემოიტანა. აღნიშნული პრეპარატის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, "რიგვირის" მწარმოებელი ფირმის წარმომადგენლებმა და საქართველოს კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტმა, დერმატოლოგმა ლალი მეკოკიშვილმა ისაუბრეს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მედიკამენტი "რიგვირი" არის პირველი წამალი, რომელიც ონკოლოგიის სრულიად ახალ მიმართულებას - ვიროთერაპიას წარმოადგენს. რაც შეეხება ვიროთერაპიას, მათი განცხადებით, ის უკვე მყარად დამკვიდრდა ლატვიაში, სადაც "რიგვირი" მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებადაა მიჩნეული.

"რიგვირის" მწარმოებელი ფირმის წარმომადგენლემა, ლატვიელმა პროფესორმა ივარს კალვინსმა აღნიშნა, პირველი კვლევები ვიროთერაპიაში ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც ლატვიელი მეცნიერები იკვლევდნენ ვირუსების მიერ კიბოს უჯრედების განადგურების შესაძლებლობებს. 2004 წელს შეგროვდა საჭირო მტკიცებულებები, რის შედეგადაც წამალი რიგვირი დარეგისტრირებული იქნა ლატვიაში და 2008 წლიდან იგი მთლიანად ხელმისაწვდომი გახდა ლატვიელი პაციენტებისთვის.

მისივე თქმით, ვიროთერაპია ეს არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, სადაც გამოიყენება ვირუსები, რომლებსაც შეუძლიათ მიაგნონ კიბოს უჯრედებს, შეაღწიონ მათში და გაანადგურონ ისინი. კიბოს მკურნალობის აღიარებულ სხვა მეთოდებთან შედარებით ვიროთერაპია წარმოადგენს პაციენტისთვის გაცილებით უსაფრთხო თერაპიას.

"რიგვირი" გამოიყენება კიბოს შემდეგი სახეობების სამკურნალოდ - მელანომა, კუჭ-ნაწლავის კიბო, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, თირკმლის კიბო, საშვილოსნოს კიბო, შარდის ბუშტის კიბო, ფილტვის კიბო, პროსტატის კიბო, სარკომის რამდენიმე სახეობა (ლიმფოსარკომა, ანგიოსარკომა, რეტიკულოსარკომა, რაბდომიოსარკომა). რიგვირის გამოყენება შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებში. მხოლოდ, ონკოლოგების და იმუნოლოგების მკაცრი კონტროლის ქვეშ", - განაცხადა კალვინსმა და დასძინა, რომ რიგვირის კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოობა დადასტურდა რამდენიმე ათასი პაციენტის მკურნალობისას.

როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, პრეპარატი "რიგვირი" 2015 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტი შემქნილია ლატვიელი მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან.

"2008 წელს ის დარეგისტრირდა ლატვიაში და რამდენიმე ათას პაციენტზე არის მიღწეული საკმაოდ კარგი ეფექტი. მისი უპირატესობა არის ის, რომ ეს არ არის ქიმიური პრეპარატი, ეს არის სპეციალურად გამოყვანილი ვირუსი, ოღონდ არა გენმოდიფიცირებული. ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ეს ვირუსი ეძებს და პოულობს კიბოს უჯრედებს და ანაგდურებს მათ. ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ არის ძალიან ეფექტური კიბოს უჯრედების წინააღმდეგ, არ აქვს გვერდითი მოვლენები, არის მთლიანად უსაფრთხო, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და მოქმედებს ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როდესაც ალტერნატიული მკურნალობის გზები შედეგს არ იძლევიან", - განაცხადა კურტანიძემ.

მისივე თქმით, პრეპარატი "რიგვირი" ფარმაცევტული კომპანია ავერსის სააფთიაქო ქსელში, კონკრეტულად კი დავით აღმაშენებლის #148-ში მდებარე აფთიაქში იყიდება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო