2015 წლის საგამოცდო ტესტები ეროვნული ბანკის საცავიდან საგამოცდო ცენტრებში დღეს 06:30 საათზე გადაიტანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროცესს ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე დაესწრო.
დღეს 08:00 საათზე, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ამ პროცესს ტექნიკურ უნივერსიტეტში (VI კორპუსი, კოსტავას ქ. 77 ) არსებულ საგამოცდო ცენტრში დააკვირდა.
ამავე ადგილზე, 09:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მედიისათვის განცხადებას გააკეთებენ.
2015 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით იწყება. პირველი გამოცდა დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"