სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სამეგრელოს რეგიონში მედიატური გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 3-5 ივლისს ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში მედიატური გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს პირადად გააცნო სამინისტროს მიერ სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტები შეღავათიანი აგროკრედიტის, აგროდაზღვევის, სურსათის უვნებლობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, სამინისტროს ლაბორატორიისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობების ხელშეწყობის მიმართულებებით.

მედიატური სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე ერთ-ერთი მსხვილი დონორის, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მედიატურის ფარგლებში, მონაწილე ჟურნალისტებმა ორი ახალი საწარმო - "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსებული "სტიმორის წარმომადგენლობა საქართველოში" (ახალი, თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობა) და თადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი" (თხილის გადამამუშავებელი საწარმო) - დაათვალიერეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჟურნალისტები შპს "მექანიზატორის" აბაშის სერვისცენტრში შპს "მექანიზატორის" წარმოების გუთნების გამოცდას დაესწრნენ. გამოცდაზე წარმოდგენილი იყო: ვენახის კულტივატორ-გამაფხვიერებელი, პლანტაჟის გუთანი და საკიდი გუთანი.

ჟურნალისტები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ზუგდიდის საველე სადგურის საქმიანობას გაეცნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი ზუგდიდში მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. მისი მომსახურების არეალი მთელ რეგიონს მოიცავს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ყველა სახის მომსახურება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით ადგილზე მიიღონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ზუგდიდის საველე სადგური ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე მუშაობს. უახლოეს მომავალში ზუგდიდის ლაბორატორია გახდება რეგიონში თხილის ლაბორატორიული კვლევების ცენტრი, სადაც დაინერგება როგორც თხილის ნაყოფის მიკრობიოლოგიური და ქიმიური, ასევე თხილის მცენარის ფიტო-სანიტარიული კვლევები (მავნებლის იდენტიფიცირება და მცენარის ორგანოების დაავადებების დიაგნოსტირება).

მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა სენაკში, სოფელ ნოსირში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "დკ-ქოლგა" დაათვალიერეს, რომელსაც მიღებული აქვს ENPARD - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის გრანტი, თანადაფინანსებით.

კოოპერატივის საქმიანობა მოიცავს მემცენარეობას, სასათბურე მეურნეობას, მებოსტნეობას, მეხილეობას. პროდუქციის რეალიზაცია სენაკსა და ბათუმში ხორციელდება.

ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცათ სამტრედიაში, ახალი სასათბურე მეურნეობა შპს "იმერეთი გრინერი" დაეთვალერებინათ, რომელიც ჰოლანდიური კომანია Foodventures-ის შვილობილი კომპანიაა.

სასათბურე მეურნეობა 2014 წლის ნოემბერში სამტრედიაში, თერმული წყლების საბადოზე აშენდა. კომპანია წელიწადში ადგილობრივ ბაზარზე 800 000 თავი სალათის ფურცლის რეალიზაციას ახორციელებს. სასათბურე მეურნეობამ ფინანსური დახმარება მიიღო, როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან (IFAD).

მედიატურის მონაწილები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სამეგრელოში კოღოების წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას ღონისძიებასაც დაესწრნენ.

მედიატურის დასასრულს, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, აგროდაზღვევის, შეღავათიანი აგროკრედიტის, სურსათის უვნებლობის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, სამინისტროს ლაბორატორიისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობების ხელშეწყობის მიმართულებებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დარგი გახდა.

"სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ხელშემწყობი პროექტები უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აგროსასურსათოს ფეროში საქმიანობის პერსპექტივა გაჩნდა. ფერმერებსა და გლეხებს საკუთარი საქმიანობის გაფართოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, საკუთარი პროდუქციის ახალ ბაზრებზე გატანის შესაძლებლობა მიეცათ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება