შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ე.წ. ბიო ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ე.წ. ბიო ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული გაგა კ, 1973 წელს დაბადებული ბექარი კ. და 1980 წელს დაბადებული მაკა გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გლდანის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს: 92 შეკვრად დაფასოებული 19,3896 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 5,367 გრ ჰეროინს შეიცავს, 3 აბი "მეტადონი" და ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 0,0001 გრ კოკაინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 0,276 გრ ე.წ. "ბიო", რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით