ნინო ბურჯანაძის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეობა არალეგიტიმურად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინო ბურჯანაძის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეობა არალეგიტიმურად ცნო.

საქალაქო სასამართლომ "ქრისიტიან დემოკრატიული მოძრაობის" წევრთა სარჩელი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც გაბათილდა 2014 წლის 6 მაისის ყრილობის გადაწყვეტილება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს. ყრილობის შემდეგ ჩატარდა პარტიის მორიგი ყრილობა, სადაც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეიცვალა სახელი და ამჟამად ის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის სახელით საქმიანობს.

"ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ პარტიას დაუბრუნდება წართმეული იურიდიული პირობები, ახალ თავმჯდომარეს აირჩევს და შესაბამისად ნინო ბურჯანაძე დაკარგავს კომისიის წევრს ცენტრალურ და ყველა დონის საარჩევნო კომისიებში, ასევე დაკარგავს დაფინანსებას, რომელიც მას სახელმწიფოსგან არ აქვს.

"სასამართლო და ქალბატონი მაია სვიანაძე ნამდვილად თავისუფალი იყო და მან იხელმძღვანელა იმით, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრები საქმის კურსშიც არ იყვნენ, რომ მათი პარტიის ლიდერი ხდებოდა ნინო ბურჯანაძე და "ქრისტიან-დემოკრატებიდან" მხოლოდ 11 წევრი ესწრებოდა ყრილობას", - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუამ.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ახადებს, რომ პარტია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"სასაცილოა, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ებრძოლოს ნინო ბურჯანაძეს და დემოკრატიულ მოძრაობას თითიდან გამოწოვილი სასამართლო პროცესებით და სარჩელებით, რომელსაც ითხოვენ ორი და სამი წლის წინ პარტიიდან გარიცხული ადამიანები", - განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს