თბილისის 151-ე საჯარო სკოლას რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი ექნება

თბილისის 151-ე საჯარო სკოლის 1200–მდე მოსწავლეს ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების, რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი ექნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ დარბაზთან ერთად, სკოლაში წელს დერეფნები, საკონფერენციო დარბაზი და ბიბლიოთეკა გარემონტდა, უნივერსალური დიზაინით გაკეთდა პანდუსები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათთვის ადაპტირებულია სპორტული დარბაზიც.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. გარემონტდა საკლასო ოთახები, გაკეთდა თანამედროვე გათბობის სისტემა. ამავე წელს ისე, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს, კიდევ 15 საკლასო ოთახი გარემონტდება. პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება და სკოლის სრული რეაბილიტაციით დასრულდება.

2014 –2015 წლებში 9 ახალი სკოლა აშენდა, ხოლო 8 სკოლა შენდება. ამ ეტაპზე 20 სკოლის პროექტირება მიმდინარეობს, რომელთაგან 6 სკოლის მშენებლობა 2015 წელსვე დაიწყება. 1000-ზე მეტი სკოლა რეაბილიტირდა. ამ ეტაპზე 114 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში