"თელასში" იმედოვნებენ, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი რეალური და სამართლიანი იქნება

"თელასის" კომერციული დირექტორის მოადგილე მიშა ანთაძე იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი იქნება რეალური და სამართლიანი.

როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სემეკ-ის მიერ წარმოდგენილ შესასყიდ საპროგნოზო ტარიფთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები.

"სემეკ-მა დღეს წარმოადგინა საკუთარი გათვლა "თელასის" ელექტროენერგიის შესასყიდი საპროგნოზო ტარიფების თაობაზე. წარმოდგენილი პრეზენტაციით, შემოთავაზებულ იქნა ე.წ. 16-თვიანი ტარიფი 11.173 თეთრის ოდენობით 1 კვტ.სთ-ზე. ჩვენ გამოვთქვით შენიშვნები ამ ტარიფთან დაკავშირებით. საქმე ეხება "ხრამი 1" და "ხრამი 2~-იდან მისაღები ელექტროენერგიის მოცულობებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი იქნება რეალური და სამართლიანი", - განაცხადა ანთაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სატარიფო განაცხადით, "თელასს" არ მოუთხოვია კონკრეტულად 6 ან 8 თეთრით ტარიფის ზრდა ან შემცირება; წარმოდგენილი ციფრები მარეგულირებელი კომისიის მიერაა დაანგარიშებული.

კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სამომხმარებლო ტარიფზე შესყიდვის ფასის ცვლილებამ, ანთაძემ აღნიშნა, რომ ამას ვერ იტყვის, რადგან გასათვალისწინებელი და დასათვლელია ტარიფის მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – "თელასის" განაწილების ტარიფი."მასაც ითვლის კომისია და ვნახოთ, რა გამოვა საბოლოო ჯამში", - განაცხადა ანთაძემ.

საჯარო განხილვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მასზე "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალ კიდევ ერთი კომპონენტის – საოპერაციო დანახარჯების შესახებ მსჯელობენ. თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით სემეკ-ს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 2015 წლის 18 დეკემბრამდე აქვს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება