ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლები დაეტბორა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ განუცხადა .
მისივე თქმით, სოფელ კაპრეშუმიდან მალაყმაძეების ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან უკვე გაყვანილია. "კაპრეშუმში მალაყმაძის ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში იყო, ამიტომ გავყვანეთ ტერიტორიიდან. ახალსოფლის მიმართულებით შესაძლოა ორი ოჯახის გაყვანა გახდეს საჭირო. ფერიაში 10 ოჯახი დაიტბორა, თუმცა საშიში ზონა არ არის. ხვალ დილიდან ზარალის დათვლას და საკითხის შესწავლას დავიწყებთ", - აღნიშნა ნადიმ ვარშანიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"