ღარიბაშვილის შეფასებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას

საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შესწევს უნარი იყოს ევროატლანრიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს შეფასებისა და წვრთნის ერთობლივი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცენტრი იდგება სწორედ რეგიონალური უსაფრთოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში.

"ჩვენთვის მეტად სასიხარულოა, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან აღიარება და შესაბამისი შეფასება მოჰყვა. დღეს საქართველოში იხსნება წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტია. ჩვენმა მთავრობამ, ისევე როგორც წევრმა ქვეყნებმა და ნატოს საერთაშორისო სამსახურმა უდიდესი სამუშაო გასწიეს, რომლის შედეგიც არის ეს ცენტრი. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უკვე აქვს ნატო-ს მხარდაჭერით შექმნილი ცენტრების მართვის გამოცდილება - კერძოდ საჩხერის ცენტრის სახით. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დაგვეხმარება ახალი ცენტრის წარმატებით საქმიანობაში.

ერთი წელიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც უელსის სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება არსებით ღონისძიებათა პაკეტის შემუშავების შესახებ და მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში მოვახერხეთ პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციის დაწყება, წვრთნისა და შეფასების ცენტრი პაკეტის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია და მისი დაარსება ნათლად წარმოაჩენს პროგრესს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ. ეს სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ცენტრის დაარსებას საქართველოში აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა – ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. ამის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ცენტრი ამ ეტაპის წარმატებით დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობის ეს ახალი ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ცენტრი თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან, მშვიდობიან და თავისუფალ ევროპულ ოჯახში.

"წლების განმავლობაში ალიანსის მიერ წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შესწევს უნარი იყოს ევროატლანრიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. მიუხედავად უმძიმესი დანაკარგებისა ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება ავღანეთში მიმდინარე მისიის ერთ-ერთ უმსხვილეს მონაწილედ. ჩვენი ქვეყანა სრულად აცნობიერებს გლობალური ტერორიზმის და ექსტრემიზმის საფრთხეს. შესაბამისად, ცენტრის დაფუძნება არის საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს ჩამობრძანებისთვის. ეს არის დემონსტრირება ნატო-ს მხრიდან მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატულებისა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მთლიანად სამინისტროს, ასევე წევრ ქვეყნებს, ყველა ოფიცერს და საჯარო მოხელებს, რომელმაც წვლილი შეიტანა ცენტრის დაარსებაში.

მინდა დაგიდასტუროთ, რომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს და ინტენსიურ დიალოგს ნატოსთან, ევროკავშირთან და დასავლელ პარნიორებთან. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერთიან, მშვიდობიან და თავისუფალ ევროპულ ოჯახში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს