დიმიტრი სანაკოევი - შეიძლება, პაატა ზაქარეიშვილს დღესაც იგივე აზრი აქვს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნაზე, მაგრამ მეც მაქვს ჩემი ხედვა

შეიძლება, პაატა ზაქარეიშვილს დღესაც იგივე აზრი აქვს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნაზე, მაგრამ მეც მაქვს ჩემი ხედვა და მივიჩნევ, რომ ადმინისტრაცია აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა სანაკოევი იქნება მისი ხელმძღვანელი თუ სხვა ვინმე, დიდი მნიშვნელობა აქ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ როგორი თანამშრომლობა აქვს მას მოქმედ ხელისუფლებასთან, რომლის წარმომადგენლები, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნას წინა ხელისუფლების შეცდომად აფასებდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებსი დროსაც და ახლაც, ჩვენ არ ვართ დაკავებული შიდა პოლიტიკით. ჩვენი მთავარი მიმართულებაა სამხრეთ ოსეთის რეგიონი. ამიტომ ჩვენ ვერ ვერეოდით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, არჩევნების ჩატარება და ა.შ. ჩვენ ნეიტრალური პოზიცია გვაქვს. თუმცა მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, შემიძლია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - პაატა ზაქარეიშვილს შეიძლება, დღესაც იგივე აზრი აქვს, თუმცა აუცილებელია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია იყოს იმ ფარგლებში, როგორც დღეს არის. შეიძლება, თვითონ მექანიზმზე, როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, პაატა ზაქარეიშვილს თავისი ხედვა აქვს, მაგრამ მეც მაქვს ჩემი ხედვა და ვთვლი, რომ მაშინაც აუცილებელი იყო და დღესაც აუცილებელია, ადმინისტრაცია იყოს, თუმცა სანაკოევი იქნება თუ სხვა ვინმე ხელმძღვანელი, ამას დიდი მნიშვნელობა აქ აქვს", - განაცხადა სანაკოევმა.

სანაკოევის თქმით, ადმინისტრაციას აქვს ურთიერთობა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან, თუმცა პირდაპირი დიალოგი დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეუძლებლად მიაჩნია, ვინაიდან იქითა მხარეს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აქტიურობს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან – ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტებთან, ასევე რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, დიმიტრი სანაკოევი აცხადებს, ასეთ განცხადებებს ადმინისტრაცია არ აკეთებს, ვინაიდან "არსებობენ სამინისტროები, რომლებიც ამას აქცევენ ყურადღებას".

"ეს არის პროვოკაცია, როდესაც რუსი ე.წ. მესაზღვრები ე.წ. საზღვარს ავლებენ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ არავის არ გვეშინია, უბრალოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაგრძელდეს ასეთი მოქმედებები. ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირის დროს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ოლქს ჰქონდა ადმინისტრაციული საზღვრები. ახლანდელი კონსტიტუცია ამ საზღვრებს არ ცნობს. ეს არის ჩვენი შიდა საქმე, შიდა პრობლემა და ჩვენ გვინდა, ჩვენი შიდა პრობლემა თვითონ მოვაგვაროთ. მზად ვართ, ველაპარაკოთ იქითა მხარეს, ოღონდ საზღვრებზე ლაპარაკს აზრიც არ აქვს", - განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში