ბათუმში  ფრინველების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე ბათუმის ფრინველების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში იგეგმება გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებიდან, თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

"ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული-ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რეგიონში უდიდეს პოტენციალს ფლობს. აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია - ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით გასულ წლებში მოხდა შუამთის სათვალთვალო პლტაფორმისა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურის მოწყობა", - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისინი ხელს უწყობენ ასევე ადგილობრივი საოჯახო ტიპის სასტუმროების განითარებას მათთვის ტურისტების მოზიდვითა და ტრენინგების ჩატარების გზით. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეო-რგოლების სახით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, თემატურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის ამ მიმართულების პოპულარიზაციას როგორ შიდა, ისე უცხოურ ტურისტულ ბაზრებზე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ფრინველების ფესტივალი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ უცხოელ ტურისტს იზიდავს. გასულ წლის შემოდგომის სეზონზე ორნიტოლოგიით გატაცებულ ტურისტთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, ამ მიზნით ჩამოსულ ტურისტთა 2000-მდე ღამისთევა იქნა აღრიცხული, ხოლო მათ მიერ გაწეულმა დანახარჯმა ჯამში 160 ათასი ლარი შეადგინა. "მსგავსი შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბერდვოჩინგის სათვალთვალო პუნქტების გარშემო არსებული სოფლების ეკონომიკურ კეთილდღეობაში. ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ტურიზმის ამ მიმართულებას განვითარების დიდი პერსპექტივები გააჩნია რეგიონში", - აცხადებენ ტურიზმის სააგენტოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა