ვაზაგაშვილის ახლობლებმა გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვეს

იური ვაზაგაშვილის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემკვეთების დასჯას მოითხოვენ. მათი პროტესტი სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვისას პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ სამარღანიშვილის ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაკითხვამ გამოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იური ვაზაგაშვილის დამ განუცხადა, სამარღანიშვილი ე.წ.კორტების სპეცოპერაციის მონაწილეა, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი მოკლეს.

"ჩვენ ვითხოვთ მკვლელობის შემკვეთების დასჯას! ამ პროცესზე კი მხოლოდ სოსანაშვილზე საუბრობენ. სამარღანიშვილი არის კორტების სპეცოპერაციის მონაწილე. იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კი, სწორედ ამ სპეცოპერაციას უკავშირდება", - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.

მასთან ერთად, სხდომა დატოვა იური ვაზაგაშვილის მეუღლემ ციალა შანავამ და დარბაზში მყოფმა სხვა პირებმა. ახლობლების განცხდებით, ისინი პროტესტის ნიშნად არც ერთ მომდევნო სხდომაზე აღარ აპირებენ დასწრებას.

იხილეთ ვიდეო: ვაზაგაშვილის ოჯახმა სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვა

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს