ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 23 სექტემბერს პროფესორი რუდოლფ შტიხვე წაიკითხავს საჯარო ლექციას: "დემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები. სახეზეა თუ არა დემოკრატიის კრიზისი?" (Democraticand Authoritarian Political Systems. Is there a Crisis of Democracy?).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რუდოლფ შტიხვე გამოჩენილი თანამედროვე გერმანელი სოციოლოგია. 2012 წლიდან ის ბონის უნივერსიტეტის პროფესორია, მანამდე კი მუშაობდა გერმანიის, საფრანგეთისა და ავსტრიის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში, იყო ლუცერნის უნივერსიტეტის რექტორი. მის ნაშრომებს შორისაა: "მეცნიერული დისციპლინების მოდერნული სისტემის განვითარებისათვის" (1984); "მეცნიერება, უნივერსიტეტი, პროფესორები" (1991); "მსოფლიო საზოგადოება" (2000); "ინკლუზია და ექსკლუზია" (2005); "უცხო"(2010).
მოხსენება ტარდება ლექციების ციკლის ფარგლებში "კრიზისი და კრიტიკა", რომელსაც მხარს უჭერს კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი.
სამუშაო ენა: ინგლისური (სინქრონული ქართული თარგმანით). დასწრება თავისუფალია.