გია სოსანაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაგრძელდება

პროკურორ ლევან ბაჩიაშვილისთვის უცნობია იური ვაზაგაშვილის ოჯახის პროტესტი მკვლელობის შემკვეთების დაუსჯელობასთან დაკავშირებით.

როგორც დღეს სასამართლო პროცესის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ პროკურორმა ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს და მისი ინტირესებიდან გამომდინარე ვერაფერს იტყვის.

"ამასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების განმარტება ჩემთვის უცნობია, შესაბამისად, ამაზე ვერ გიპასუხებთ. მთავარ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ლევან ბაჩიაშვილმა.

დღეს იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებმა, მათ შორის მეუღლემ და დამ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი აპროტესტებენ ამ დრომდე მკვლელობის დამკვეთების დაუსჯელობას. მათი პროტესტი გამოიწვია სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის დაკითხვამ. როგორც იური ვაზაგაშვილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა განაცხადა, ნიკოლოზ სამარღანიშვილი, რომელიც დღეს დაიკითხა, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის მონაწილეა, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კი სწორედ კორტების სპეცოპერაციას უკავშირდება.

რაც შეეხება გია სოსანაშვილის სასამართლოს, პროცესი ხვალ, 11:00 საათზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა