სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიხსნა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოებზე ასახულია აფხაზეთის ხიდები, გზები, გვირაბები და მათი მშენებლობის პროცესი. ყველა ეს ფოტო გასული საუკუნის 60-80-იან წლებშია გადაღებული.

ღონისძიება დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. "ფოტოგამოფენა ქართველი და აფხაზი მეგზევეების შრომის შედეგებს ასახავს. იმას, თუ რა გვიკეთებია ერთად აფხაზეთში, რომელიც საქართველოსთან ერთად უხსოვარი დროიდან ერთიანი სახელმწიფო იყო. ჩვენ ყველაფერი უნდა ვცადოთ, რაც აფხაზეთთან გვაახლოებს ან დავიწყების პროცესს გვიმცირებს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ფოტოგამოფენის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში