ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" 17 ოქტომბერს, "გარდენ ბარში" გაიხსნება.
ფესტივალთან დაკავშირებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დღეს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დირექტორი ქეთი დოლიძე და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ერთი თვის განმავლობაში მაყურებელი იხილავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ წარმოდგენას, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ცნობილ რეჟისორებს, მსახიობებსა და თეატრის კრიტოკოსებს ექნებათ შეხვდნენ. ფესტივალს საშა ვალცი, დიმიტრი კრიმოვი, დადა მასილო, რიმას ტუმინასი ეწვევიან. ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება სიმონ მაჩაბლისა და ნატალია კლდიაშვილის პერსონალური გამოფენები, პირველად იტალიის საელჩოსა და ფლორენციის ფესტივალის "ინტერსითის" ორგანიზებით, მოდერატორი მიქელე პანელა იტალიური თეატრის შესახებ ისაუბრებს.
"საჩუქარი 2014"-ის ლაურეატთა სია შემდეგნაირად გამოიყურება: დავით დოიაშვილი, მარინა ჯანაშია, გია ყანჩელი, ნანა ფაჩუაშვილი, საშა ვალცი და ნანი ჩიქვინიძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"