ხვალ მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების ხსენების დღე აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

საეკლესიო სწავლებით, კრება ქალაქ ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში, 787 წელს გაიმართა. მასში სამასშვიდი წმინდა მამა მონაწილეობდა. მე-7 მსოფლიო კრება ხატთა თაყვანისცემის აღდგენის მიზნით, დედოფალ ირინეს ძალისხმევით მოიწვიეს.

ხატმბრძოლთა მწვალებლობა VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა. 754 წელს კი ცრუ მსოფლიო კრება ჩატარდა, რომელმაც ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა. კერძოდ, კრებაზე მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი გერმანე I და წმიდა იოანე დამასკელი შეაჩვენეს. შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს.

ხატთაყვანისმცემელთა დევნა კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, ლეონ IV-ის (775-780) მეფობის დროს შეწყდა. მისი მეუღლის, ირინეს და ძის, კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ კი (780 წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება