ლეგენდარული „Game of Thrones” შემდეგ კინოეკრანზე „ტიფლისი“ გაცოცხლდება

HBO-ს ყველაზე წარმატებული სატელევიზიო დრამის „სამეფო კარის თამაშების“ შემდეგ, Imax კინოთეატრში GDS-ის ორიგინალური ქართული დრამა „ტიფლისი“ გაცოცხლდება. 29 ოქტომბერს მხოლოდ 1 დღით, „ტიფლისის“ ერთგულ მაყურებელს მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა ნახოს საყვარელი სერიალის, მეორე სეზონის,პირველი და მეორე სერია სავაჭრო ქალაქ „ისთ ფოინთში მდებარე კინოთეატრ „კავეა Imax”-ში. თქვენი საყვარელი პერსონაჟები რეალური შეგრძნებებით, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, საუკეთესო ხმის ეფექტით იმ თავგადასავალზე მოგიყვებიან, რომელსაც თითქმის ერთი წელია ველით. მე-19 საუკუნის ბოლოს დაწყებული ამბები მე-20 საუკუნეში გრძელდება - მოქმედების ადგილი ისევ ტიფლისია. ყველას აინტერესებს რა მოხდება „ტიფლისი 2“-ში. როგორ გაგრძელდება დაწყებული ამბავი. ტიფლისიდან მოქმედება ციმბირში გადაინაცვლებს... იქამდე კი, „ტიფლისის“ ერთ-ერთ მთავარ გმირს გიორგი გიორგანაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

“ტიფლისი” არის სერიალი, რომელიც მაყურებელმა პირველივე სერიიდან აიტაცა და მასზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. განიხილავდნენ სოციალურ ქსელებში, აქებდნენ, აკრიტიკებდნენ. როგორი მოლოდინი გაქვთ ახლა?

თუკი ამ სერიალს რაიმე ხარვეზი ჰქონდა, ისევ და ისევ დროის სიმცირის გამო. გადამღებმა ჯგუფმა, მსახიობებმა, ყველა ეს ხარვეზი გაანალიზა და ახლა უკვე ვცდილობთ მის გამოსწორებას. დარწმუნებული ვარ, მეორე სეზონიც ისევე წარმატებული იქნება, როგორც პირველი.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ სერიალს აკრიტიკებდნენ, ეს მისი მეტად თანამედროვე ენა იყო.

კი, მე ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. თანამედროვე ჟარგონი არ უნდა გადაიტანო იმ ეპოქაში, სადაც მისი ადგილი არაა. ახლა უკვე, მაგალითად, ჩემი პერსონაჟი ითვალისწინებს იმას, რომ არ თქვას “ნაბიჭვარო” და თქვას “ღორიშვილო”, “ძაღლიშვილო” და ა.შ.

რატომ უნდა უყუროს მაყურებელმა “ტიფლისის” მეორე სეზონს?

პირველ რიგში იმიტომ, რომ დასრულდეს ის აზრი, რაც პირველ სეზონში დაიწყო. რა ბედი ეწიათ პერსონაჟებს. ცხადია, ახლა სცენარის განვითარებას ვერ მოვყვები, მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილად ღირს “ტიფლისის” მეორე სეზონის ნახვა. გარდა ამისა, ის ეპოქაც, რა ეპოქაშიც სერიალი ვითარდება, საინტერესოა მაყურებლისთვის. ამ ეპოქაზე ფილმები თითქმის არ გვაქვს, ახლა “დათა თუთაშხია” მახსენდება მხოლოდ.

იხ. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=EgcdWAiBsKE

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია