გოგი თოფაძე - სტალინი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა

,,სტალინი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა", - განცხადება დეპუტატმა გოგი თოფაძემ. თოფაძის თქმით, სტალინი ყველა ქართველისთვის საამაყო პიროვნება უნდა იყოს.

,,მე-20 საუკუნეში სტალინი იყო ერთ-ერთი დიდი მოღვაწე. სტალინი ქართველი კაცისთვის ყოველთვის საამაყოა. ძალიან ბევრს დავდივართ უცხოეთში და ყველა გვიცნობს ჩვენ როგორც სტალინის ქვეყნის შვილებს. მან საბჭოთა კავშირი ფეხზე დააყენა და თოხით და ,,ლაფატკით" მოსული ქვეყანა ატომური ბომბის მეპატრონედ გახადა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართველ კაცს არ აქვს უფლება ასე ხელაღებით ლანძღოს ეს უდიდესი პიროვნება. ვლაპარაკობთ ორთოგრაფიაზე, ძეგლებზე ამ დროს ბევრ ქვეყანაშია სტალინის ძეგლი. ავსტრიაში მუზეუმიც არის სტალინის. ამიტომ ქართველი კაცისთვის საამაყო იყო სტალინი. რა თქმა უნდა, მან რაღაც რაღაცეები არ გააკეთა, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა. დღეს არც აფხაზეთზე იქნებოდა საუბარი არც ოსეთზე და არც იმ ტერიტორიაზე, სადაც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. სოჭში ქართველები ცხოვრობდნენ, რომელიც წაგვართვეს, მაგრამ ამას სტალინის დროს ვერავინ გაბედავდა. სტალინს საქართველოსთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, მაგრამ არის რაღაცეები - იმ პერიოდისთვის გადაჭარბებული სიმკაცრეებიც.

რაც შეეხება სურათს გულით ვატარებ თუ დავკიდებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ სტალინს ყველა ქართველი დიდ პატივს სცემს და ის რომ გორში ძეგლი არ დგას დიდი შეცდომაა", - განუცხადა გოგო თოფაძემ ჟურნალისტებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა