"სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" გლდანშის ამბულატორიული ცენტრი "ჩემი კლინიკა" გახსნა

"სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" გლდანის მე-5 მიკრორაიონში, "თელასის" შენობის მომიჯნავედ, მცირე ზომის ამბულატორიული ცენტრი "ჩემი კლინიკა" გახსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" აცნობეს, გლდანის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, რაიონიდან გაუსვლელად, პირველადი ჯანდაცვის სერვისებით 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ისარგებლონ. პაციენტები გლდანის მე-5 მიკრო რაიონის მცირე ზომის ამბულატორიულ ცენტრში კვირის განმავლობაში შეუფერხებლად შეძლებენ ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატოლოგის, ალერგოლოგის მომსახურების მიღებას, ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას.

გლდანის მე-5 მიკრო რაიონში, "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ამბულატორიული ცენტრი პაციენტებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მოემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში