ირაკლი შოთაძე და მიხეილ შაყულაშვილი ადვოკატ გიორგი მდინარაძეს შეხვდნენ

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე და ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი მთავარ პროკურატუაში ადვოკატ გიორგი მდინარაძეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანს დავით ასათიანს შეხვდნენ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რაზეც საქართველოს პროკურატურაში გამოძება მიმდინარეობს. ირაკლი შოთაძემ და მიხეილ შაყულაშვილმა ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

დაზარალებულმა გიორგი მდინარაძემ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული საქმე იქნება უმოკლეს დროში გამოძიებული და დანაშაულის ჩადენაში მხილებული ყველა პირი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის ცალკეული თანაშრომლების მიმართ ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ ეტაპზე დაკითხულია დაზარალებული და სხვა პირები მათ შორის პოლიციის თანამშრომლები, დანიშნულია საჭირო ექსპერტიზები. საქმეზე ინტენსიური გამოძიება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში