ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი იხსნება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი იხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, 14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. იგი უკავშირდება ფრედერიკ ბანტინგის სახელს, რომელმაც 1921 წელს ინსულინი აღმოაჩინა. 90 წლის განმავლობაში ინსულინის გამოყენებამ მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. დიაბეტის დღე ფართოდ აღინიშნება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც.

"თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია არსებობს. განსაკუთრებით ემზადება კლინიკა 2015 წელს, რადგან სწორედ ხვალ ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი გაიხსნება, რომლის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა გორდელაძეა. ცენტრში დიაბეტიან ბავშვთა სტაციონარული მომსახურების გარდა, დიაბეტის სკოლა იმუშავებს და სხვა ენდოკრინული პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც უმკურნალებენ", _ აცხადებენ უნივერსიტეტში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები