მერიის პროექტის "იაფი სესხის" ფარგლებში დაფინანსებული სასტუმრო "ძველი მეიდანი" გაიხსნა

თბილისის ვიცე მერმა, ლაშა აბაშიძემ დედაქალაქში ახალი, მერიის პროექტის "იაფი სესხის" ფარგლებში დაფინანსებული სასტუმრო "ძველი მეიდანი" გახსნა. სასტუმროს გახსნას მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ლაშა აბაშიძის განცხადებით, ახალი, სამვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოთხოვნა მცირე და საშუალო სასტუმროებზე მზარდია. თბილისის ვიცე მერმა ასევე აღნიშნა, რომ სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

"ეს სასტუმრო გაიხსნა მერიის ხელშეწყობით. მერიამ უზრუნველყო შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამის ფარგლებში სასტუმროს თანადაფინანსება. მსგავსი პროექტების დაფინანსებას პროგრამის ფარგლებში მომავალშიც ვაპირებთ. ასეთი ტიპის სასტუმროების გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს ასეთ კონცენტრირებულ ტურისტულ ადგილზე, როგორიც არის მეიდანი. ეს სასტუმრო ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მიღებას. თბილისში ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა და ქალაქმა უნდა დაახვედროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

"ძველი მეიდანი" ძველ თბილისში, სამღებროს ქუჩაზე მდებარეობს და ერთდროულად 60-ზე მეტი სტუმრის მიღება შეუძლია. "ძველი მეიდანი" ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სასტუმროში არის 31 ნომერი და 62 ადგილი, დასაქმებულია 31 ადამიანი.

სასტუმრომ თბილისის მერიის მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 6%-იანი სესხი, 980 000 ლარი, გასული წლის დეკემბერში მიიღო. აღნიშნული თანხით მოხდა შენობის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა. სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთო ჯამში 3 მლნ-მდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში