"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ" მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელო მოამზადა

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ" სკოლის მოსწავლეებისათვის მოკლე თეორიული სახელმძღვანელო მოამზადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, საქმიანობის პერიოდში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების, თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მოზარდებისთვის "საინფორმაციო გაკვეთილი" მოამზადა, რომელსაც სააგენტოს შესაბამისი დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სკოლის მოსწავლეებს წაუკითხავენ.

მერიის ინფორმაციით, პროგრამის მეშვეობით, მოზარდები გაეცნობიან თბილისის საკრებულოს მიერ, 6 აპრილს მიღებულ დადგენილებას (N 7-28 ), რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის წესს შეეხება. ასევე, გაეცნობიან ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის ისტორიას, მსოფლიო წამყვანი ქვეყნების მუშაობის სპეციფიკას ცხოველთა დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის კუთხით; მოსწავლეებს მსოფლიო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ცხოველთა დაცვის საბაზისო პრინციპები და ნორმატიული აქტები განემარტებათ.

მერიის განცხადებით, პროგრამის მიზანი მოზარდებში, ცხოველებთან მოპყრობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით, ცნობიერების დონის ამაღლებაა.

აღნიშნული პროგრამის განხორციელება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 2015 წლის 19 ნოემბერს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში პირველი "საინფორმაციო გაკვეთილი" "ახალ ლიცეუმში" ჩატარდა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია