სემეკი სს "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტრონერგიის განაწილების, გატარებისა და მომხარების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შესაბამისი სხდომა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე, დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც სემეკში აცხადებენ, სატარიფო მეთოდოლოგია ტარიფების ყოველწლიურად გადახედვას ითვალისწინებს. მათი განმარტებით, სს "ენერგო-პორ ჯორჯიას" განაწილების, გატარებისა და მომხარების ტარიფი 2014 წელს იყო დადგენილი, რომელიც იმავე წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში და 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.
როგორც ცნობილია, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" სემეკს სატარიფო განაცხადით მიმდინარე წელს უკვე მიმართა, რომელიც კომპანიის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფის კორექტირებას ითვალისწინებდა. მარეგულირებელმა კომისიამ ივლისში "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაადგინა, რომლის მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იყო განსაზღვრული.
როგორც კომისიაში აცხადებენ, ეს არის სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე დაწყებული პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ტარიფის ყოველწლიურ გადახედვას, რათა კომისიამ კომპანიის შემოსავლები და ხარჯები სამართლიანად არეგულიროს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"