"ნიკორას" სუპერმარკეტზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუპერმარკეტ "ნიკორა ტრეიდზე" განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ ნ. ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ნ. ი.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ყაჩაღობაში ედება.

"საქმის მასალების თანახმად, თბილისში, 2015 წლის 30 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. ი. ღამის საათებში ყაჩაღურად თავს დაესხა ვარკეთილში 3-ში მდებარე ""ნიკორა ტრეიდის" სუპერმარკეტს, სადაც მოკვლის განზრახვით, დაცვის თანამშრომელს სიცოცხლისათვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული განაგრძობდა სროლას სხვადასხვა მიმართულებით და სუპერმარკეტის სალაროში არსებული ფულადი თანხით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის გადარჩენა მხოლოდ დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მოხერხდა.

ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 5000 ლარის ოდენობით გამოყენება ითხოვა, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

სასამართლომ შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა ახსნა - განმარტებები და საქმეში წარმოდგენილი მასალების გაცნობის შემდგომ, მიიჩნია რომ სახეზეა მტკიცებულებითი სტანდარტი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის. კერძოდ, სასამართლომ ჩათვალა, რომ დანაშაულის ჩადენის სპეციფიკისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მხოლოდ პატიმრობის პირობებში იქნება შესაძლებელი თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მისი მიმალვის საფრთხე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დასადგენია იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმომავლობა და შესაძლო შემხებლობა სხვა სისხლის სამართლის საქმესთან, რაც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 25 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში