დღეს ერთიანი სახაზინო კოდების რეფორმის პრეზენტაცია გამართება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, დუგლას ბოლი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი დღეს ერთიანი სახაზინო კოდების რეფორმის პრეზენტაციას გამართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" USAID-იდან აცნობეს, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის და დიპლომატიური წრეების ასზე მეტი წარმომადგენელი გადასახადების გამარტივების მიმართულებით მთავრობის მიღწევებს გაეცნობა. ერთიანი სახაზინო კოდების რეფორმის შედეგად, რომელსაც თავიდანვე დიდ დახმარებას უწევდა UშAID-ი, 125 სახაზინო კოდი 1 კოდში გაერთიანდა.

"ამ ინიციატივის წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდება საგადასახადო ტრანზაქციების რაოდენობა, რაც შესაბამისად, ნაკლებ დროს და რესურსს მოითხოვს გადამხდელისგან. გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზენტაციაზე, ასევე, მოხდება ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც რეფორმას დეტალურად აღწერს. ჩვენების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დაჯილდოება გაიმართება, რომელთაც რეფორმის წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში