ორგანიზაციის ,,ბავშვი და გარემო" ტერიტორიაზე ატრაქციონები მოეწყო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარის ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით, ორგანიზაციის ,,ბავშვი და გარემო" ტერიტორია კეთილმოეწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ვლადიმერ ძნელაძე ორგანიზაციას ,,ბავშვი და გარემო" ეწვია და მიმდებარე ტერიტორიაზე ინოვაციური პროექტის ,,გარემო ბავშვებისთვის" ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

საკრებულოს ინფორმაციით, ორგანიზაცია ,,ბავშვი და გარემო" 3 ცენტრს მოიცავს, ესენია - სადღეღამისო კრიზისული ცენტრი "ბეღურები", დღის ცენტრი ქუჩისა და რისკის ჯგუფის ბავშვებისათვის - "ცისარტყელა" და ასევე ცენტრი ,,იმედი".

საკრებულოს ცნობით, მათი მიზანი ბავშვის უფლებების დაცვა, მათი აუცილებელი თავშესაფრით უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება, ბავშვების საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისთვის ხელის შეწყობაა.

დეპუტატის თქმით, პოლონეთის საელჩოს ხელშეწყობითა და დახმარებით, პარკში 30 000 ევროს ღირებულების სამუშაოები განხორციელდა, გამწვანდა და კეთილმოეწყო ტერიტორია, დაიდგა ატრაქციონები, მოხდა გარემოს შშმ პირებისთვის ინტეგრირება.

ვლადიმერ ძნელაძის შუამდგომლობითა და დიდუბის გამგეობის დახმარებით ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი, დაიგო გზის საფარი და გაკეთდა ბორდიურები.

საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა პროექტი დადებითად შეაფასა, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის პოლონეთის საელჩოს მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ღონისძიებას ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად დედაქალაქის საკრებულოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ასევე ცნობილი სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა