მალხაზ ველიჯანაშვილი - პასუხისმგებლობა ეკისრება პროკურატურის თანამშრომელს, რომელმაც საიდუმლო ინფორმაცია გასცა

ირინა ცააძე და ნინო ხვიტიას კანონი არ დაურღვევიათ და გამოძიება უნდა დაიწყოს იმ პირის მიმართ, ვისგანაც გამჟღავნდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის ორ მოწმეს სახელი და გვარი შეეცვალა და ქვეყანა დაატოვებინეს, - ამის შესახებ ხვიტიასა და ცააძის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა პროკურატურაში ირინა ცააძისა და ნინო ხვიტიას დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე და გიორგი ცააძის და აცხადებენ, რომ მათ პროკურატურიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ 2 მოწმეს სახელი და გვარები შეუცვალეს და ქვეყანა დაატოვებინეს. მათი განცხადებით, ესენი არიან "ცრუ მოწმეები, რომლებიც ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ დაინახეს, როგორ ისროლეს ცააძემ და ფირცხალავამ სპეცოპერაციის ადგილას".

როგორც მალხაზ ველიჯანაშვილმა აღნიშნა, არც ირინა ცააძემ და არც ნინო ხვიტიამ არ იცოდნენ, იყო თუ არა საიდუმლო ინფორმაცია, რომ ორ მოწმეს სახელი და გვარი შეეცვალათ.

"საიდუმლო ინფორმაცია უნდა დაიცვას იმან, ვისაც ევალება ამის დაცვა და ვინც გაამჟღავნა ეს საიდუმლო ინფორმაცია, იმის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ის, რომ ორ მოწმეს სახელი და გვარი შეეცვალა, კანონი იცნობს ასეთ პრაქტიკას - დაცვის ასეთ ღონისძიება არსებობს", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა, რომლის თქმითაც, მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს ეს ინფორმაცია პროკურატურის თანამშრომლისგან გააჩნია.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე აღინიშნა, იმ პირის შესახებ ვისგანაც მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა მოწმეების სახელებისა და გვარების შეცვლის შესახებ შეიტყვეს, დღეს გამოძიებას მიეწოდება ინფორმაცია.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია