თურქი ბიზნესმენი და მეცენატი "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" მეორე მსხვილ დონაციას განახორციელებს

თურქი ბიზნესმენი და მეცენატი გალიფ ოზთურქი "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" მეორე მსხვილ დონაციას განახორციელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებლის, გალიფ ოზთურქის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა განიხილეს.

თურქმა მეცენატმა გამოთქვა სურვილი, ქველმოქმების მიზნით, გადარიცხოს დამატებით 500 000 ლარი "სოლიდარობის ფონდში". პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული დონაცია დაეხმარება "სოლიდარობის ფონდს" 22 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უწყვეტ დაფინანსებაში.

პრემიერის ინფორმაციით, "სოლიდარობის ფონდი," ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კოორდინაციას უწევს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას, რათა მომდევნო 2 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნას მძლავრი პედიატრიული ონკოლოგიის სამსახური.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ გასულ წელს დაწყებულ პროექტებზე, რომლებიც გრძელდება. ვისაუბრეთ ახალ პროექტზე. ეს იქნება ყველაზე დიდი სასტუმრო საქართველოში, 1200 ნომრიანი სასტუმრო. შევეხეთ სამომავლო გეგმებს, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ თბილისში. საუბარი შეეხო ტურისტულ პოტენციალს, საქართველომ შეიძინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა და ამ დატვირთვის მაქსიმალური გამოყენების გზებს შევეხეთ. შევთანხმდით იმაზე, რომ ბათუმში გავაკეთებთ ტურისტულ კოლეჯს, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას ტურიზმის მიმართულებით. დღეს ჩვენ გადავეცით პრემიერ–მინისტრს სიმბოლური ჩეკი. ჩვენი მეორე დონაცია ითვალისწინებს 500 000 ლარის გადარიცხვას "სოლიდარობის ფონდში". ვულოცავთ საქართველოს, რომ ჰყავს ასეთი ახალგაზრდა, ენერგიული, პოზიტიული პრემიერი,"– განაცხადა ბიზნესმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალიფ ოზთურქის ჰოლდინგს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პროექტების დასასრულს კი ინვესტირებული იქნება 200 მილიონი დოლარი და დასაქმდება 2500-3000 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" ხელმძღვანელი მარიამ ჯაში დაესწრო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი