პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარა.

მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 წინააღმდეგი წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა".

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ერთადერთი ცვლილება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრის პოსტი მიხეილ ჯანელიძემ დაიკავა.

იხილეთ ვიდეო: ახალი მთავრობა, ახალი პრემიერი - გახარებულმა უმრავლესობამ არც დავით ბაქრაძე დაივიწყა...

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში