დილიდან ბათუმის ბულვარში ხეებს და მწვანე ნარგავებს თოვლისგან ათავისუფლებენ. ნალექმა ბამბუკების ხეივანი და მაგნოლიის ხეები დააზიანა.
ბულვარის ადმინისტრაციისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მწვანე ნარგავების გადარჩენის აქციაში რიგითი ბათუმელები ჩაერთვნენ.
აქციაში მონაწილეობა ექიმმა ლევან კალვიანმა მიიღო. როგორც მან განაცხადა, ბულვარი ბათუმის სიამაყეა და ხეების გადარჩენა ყველას ვალია.
ბათუმელი ვანო ჭეიშვილის თქმით, ყველა ბათუმელის ვალია ბულვარზე ზრუნვა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის თქმით, რისკის ქვეშ მყოფი წიწვოვანი და ფოთლვანი ხეები თოვლისგან გათავისუფლდა და ბულვარს დიდი ზიანი არ მიუღია.
ბულვარში თოვლმა 7 ხე და 2 ევკალიპტი წააქცია. ბათუმში 30 დეკემბრის ღამეს მოთოვა და სამი დღის განმავლობაში თოვდა. დღეს აჭარაში მზიანი ამინდია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"