ბათუმის პორტში გემების შესვლა შეფერხებულია

უამინდობამ ბათუმის პორტში გემების შესვლა შეაფერხა. 30 დეკემბრიდან ოთხი დღის განმავლობაში ბათუმის ნავსადგური საშტორმო გაფრთხილების გამო დახურული იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის ნავსადგურის კაპიტანმა თენგიზ გადილიამ განუცხადა, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა. მისივე თქმით, უამინდობამ შეაფერხა როგორც გემების განრიგზე დაყენება, ასევე ნავსადგურში მყოფი გემებიდან საქონლის გადმოტვირთვის პროცესი.

"30 დეკემბერს შუადღის საათებში მივიღეთ საშტორმო გაფრთხილება და ნავსადგური დაიხურა საშტორმო ამინდის გამო. გემების შემოსვლა შეფერხდა როგორც უამინდობის, ასევე უადგილობის გამო. ბოლო გემი 30 დეკემბერს შემოვიდა და ნავსადგურიც დაიხურა. წვიმასა და თოვლში ხორბლით დატვირთული გემის გადმოტვირთვა ვერ მოხერხდა. მეორე გემი ზეთით იყო დატვირთული, თუმცა ვაგონები დაითოვლა და ფიზიკურად ვერ განხორციელდა გადმოტვირთვა. 31 დეკემბერს პატარა ტანკერი შემოვიდა, რაც მალევე დაიცალა. ტანკერი ნავსადგურიდან გავიდა და უნდა აღვნიშნო, რომ ნავსადგურის დახურვა ხელს არ უშლის ტანკერის გასვლას", - აღნიშნა თენგიზ გადილიამ.

მისივე განმარტებით, დღეს უკვე ბორანი დგება ნავსადგურთან. თენგიზ გადილიას განმარტებით, გემების დაცლისა და განრიგის გეგმის შედგენისთანავე ნავსადგური გემებს მიიღებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში