სააპელაციო სასამართლოსთან დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ახლობლები საპროტესტო აქციას გამართავენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულების ახლობლებმა აცნობეს, აქცია 15:00 საათზე დაიწყება. დღესვე სააპელაციო სასამართლო ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძისა და სხვა მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრის განხილვას იწყებს. სხდომა 15:30 საათზეა ჩანიშნული.

დაცვის მხარესთან ერთად საქალაქო სასამართლოს განაჩენი გამამართლებელ ნაწილში გასაჩივრებული აქვს პროკურატურასაც.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 30 ოქტომბერს გამოაცხადა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე განზრახ მკვლელობის ბრალდებაში გამტყუნდნენ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს