ბესიკ ხარძიანის საქმეზე ბრალდების მხარე მოსამართლე ლელა ნოზაძის აცილების შუამდგომლობას დააყენებს

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარე მოსამართლე ლელა ნოზაძის აცილების შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც დღევანდელი პროცესის დაწყებამდე საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურა დღეს მიმართავს. პროკურორის განმარტებით, აცილების საფუძვლად ბრალდების მხარე დააყენებს იმ გარემოებას, რომ 2011 წელს პატიმრობა ნარკოდანაშაულის ბრალდებაზე ბესიკ ხარძიანს სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ შეუფარდა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ არის თუ არა მოტივის მიმართულებით რაიმე სიახლე ცნობილი პროკურატურისთვის, ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ მკვლელობის მოტივის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება და გამოძიების შედეგებზე საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ თალაკვაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კონკრეტულ მოტივზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. ჟურნალისტების შეკითხვაზე ფიგურირებენ თუ არა ოჯახის პოზიციაში მკვლელობის მონაწილეებად კვლავ ქურასბედიანი და უდესიანი, ადვოკატმა განმარტა, რომ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა გამოძიების შედეგებს დაელოდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა