ქავთარაძის "გუდვილი" გაიხსნა და მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს "აიჯი ჯგუფის" დირექტორის მოადგილემ ლევან მესხელმა განუცხადა.
"დღეს, 18:30 საათიდან "გუდვილმა" დაიწყო მუშაობა და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომხმარებლების მომსახურეობას 24 საათის განმავლობაში. თავად შენობაში კიდევ ორი მაღაზია რჩება, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა. ვასუფთავებთ და ორ დღეში ისინიც გაიხსნება. "გუდვილი" მომხმარებელს ჩვეულ, 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება", - აღნიშნა მესხელმა.
17 მარტს, ქავთარაძის "გუდვილის" შენობის ცენტრალურ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 450-500 კვ.მ ფართობზე გავრცელდა, რამაც საკონდიტრო მაღაზია და გადახურვის ნაწილი მოიცვა. ელექსტროსადენების მეშვეობით ხანძარი სახურავზეც გავრცელდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"