თამაზ მეჭიაური - წითელი ნაჭრის როლს ვასრულებთ, რომ რუსეთი გამოვიწვიოთ

წითელი ნაჭრის როლს ვასრულებთ, რომ გამოვიწვიოთ რუსეთი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, NATO-ს წევრი ქვეყნები თავს იკავებენ საქართველოს ინტეგრაციისგან, რადგან რუსეთთან ღია დაპირისპირებას გაურბიან. მეჭიაურის განცხადებით, საქართველოს არ აქვს პრობლემები ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით და ეს ამ ეტაპზე ქვეყნისთვის საკმარისია.

”ჩემთვის უზენაესი არის ჩემი ქვეყნის ინტერესები. ყველაფერი ის, რაც შეიძლება საფრთხე გახდეს ჩემი ქვეყნისთვის, არის მეორეხარისხოვანი. ნატოს წევრი ქვეყნები თვითონვე იკავებენ თავს ჩვენთან ინტეგრაციისგან. ამდენი ხანია ხან ”მაპს” გვპირდებიან, ხან რას... ყველა ერიდება რუსეთთან პირდაპირ ღია დაპირისპირებას. გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკაც კი ერიდება რუსეთთან დაპირისპირებას. იძახიან, რომ არ ვართ მზადო. რუსეთს ვემუქრებით გერმანიით და გერმანია თვითონ ვერ ემუქრება, თურქეთით ვემუქრებით და თურქეთი თვითონ ვერ ემუქრება. შედეგი რა არის, გარდა იმისა, რომ ვასრულებთ წითელი ნაჭრის როლს, რომ გამოვიწვიოთ. ევროკავშირი არის და დავეტიოთ ჯერჯერობით იქ, პრობლემები თითქმის აღარ გვაქვს, შევიდეთ და ვიყოთ ევროკავშირში”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია